LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, დაკვამლიანება მოხდა, განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია… დამატებითი მატარებელი გზაშია“ – „საქართველოს რკინიგზა“

160
საქართველოს რკინიგზა

„გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება“, – ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, ამ წუთებში, მგზავრების გადაყვანის მიზნით, დამატებითი მატარებელი გზაშია.

„შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი.

გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. …

Posted by საქართველოს რკინიგზა / Georgian Railway on პარასკევი, 25 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g