პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრება გრძელდება. როგორც ცნობილია, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ლალი ფაფიაშვილს მოუსმენენ. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ მათ საკმაოდ მწვავე კითხვები ექნებათ, დანარჩენს კი, მისი თქმით, საზოგადოება შეაფასებს.
რაც შეეხება ოპოზიციას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ გასაურებებიდან ერთი მთავარი პრობლემა გამოიკვეთა – ეს მოსამართლეების განათლება.
"დიდოსტატის მარჯვენა" არ არსებობს, გამსახურდიამ "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" დაწერა - თადუმაძე
თადუმაძე გოცირიძეს ფსევდოინტელექტუალს უწოდებს
„მოვუსმინეთ 15 კანდიდატს. პირადად მე მომეწონა ორი, დანარჩენი 90-% არის ან ოროსანი, ან სამოსანი. ამ ორ ადამიანს მივცემ თუ არა ხმას, არ ვიცით, გავარკვევთ მათი დამოუკიდებლობის ხარისხს“, – აცხადებს გოცირიძე.
1996-2004 წლებში ლალი ფაფიაშვილი მუშაობდა საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა პოზიციაზე: იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი თანაშემწე, 2004-2007 წლებში პარლამენტის წევრი. 2007-2017 წლებში ფაფიაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, 2016-2017 წლებში კი ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 1998 წლიდან დღემდე კანდიდატი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.