როგორც ცნობილია, ბერლინში საკულტო ფილმის „მატრიცა 4“-ის გადაღებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 56 წლის კიანუ რივზი იქ თავის შეყვარებულთან, ალექსანდრა გრანტთან ერთად იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გადაღებები უკვე დასრულდა, თუმცა რივზი ერთი წუთითაც არ აპირებს დასვენებას. ბერლინში უკვე „ჯონ უიკი“ მე-4 ნაწილის გადაღებები დაიწყო.
ფოტო: კიანუ რივზს ,,მატრიცა 4″-ის გადაღებებზე შეყვარებულიც თან ახლავს
მსახიობი ბერლინის ქუჩებში მაშინ გადაიღეს, როდესაც ის მანქანაში ჯდებოდა. ვარსკვლავს საკმაოდ თბილად ეცვა, მას ქუდი ეხურა, თბილი კაშნე ეკეთა და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა.
ცნობისთვის, „ჯონ უიკის“ მე-4 და მე-5 ნაწილებს ერთმანეთის მიყოლებით გადაიღებენ, ფილმის პრემიერა კი 2021 და 2022 წელს შედგება.
შეგახსენებთ, მძარფრსიუჟეტიანი ფილმის პირველი სერია 2015 წელს ვიხილეთ. ფილმის საერთო მოგებამ, 579 მილიონ დოლარს შეადგინა.