გორის ცენტრში, ერისთავის თეატრის წინ, ხეები თბილი ტანსაცმლით შემოსეს.
ქურთუკები იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც სცივათ. ტანსაცმელი სპეციალურად გაბმულ თოკზეც კიდია წარწერით – ,,ადამიანებს რომლებსაც სცივათ”.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სოც. ქსელში გავრცელდა ფოტოები, თითქოს ასეთი აქცია თბილისში მიმდინარეობდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სურათები თურქეთში იყო გადაღებული.