LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მავნე ჩვევები, რომლებიც შეიძლება გქონდეთ – სილამაზის აკადემია

21
ზაზა-თელია

მავნე ჩვევები, რომლებიც შეიძლება გქონდეთ – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა.

ყველაზე ხშირად, რომელი მავნე ჩვევა აღენიშნებათ ადამიანებს?

ჩვენ ყოველთვის უნდა ვისაუბროთ მავნე ჩვევებზე, ყველა სპეციალობის ექიმმა თავისი პროფილის კუთხით რეკომენდაციები უნდა გასცეს. საჭიროა სამედიცინო განვითარების დონის ამაღლება მოსახლეობაში. თუ ერთი ადამიანი მაინც გაითვალისწინებს ჩვენს რჩევებს, ამასაც აქვს აზრი.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე ხშირი მომართვა არის ფრჩხილის დაზიანებაზე. მაგალითად აშშ-ში მუშაობს ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაცია, კითხვაზე რა სიხშირით არის სასურველი  ფრჩხილის გელ-ლაქის გაკეთება, პასუხია: ამაზე რეკომენდაცია არ გაიცემა. შილაკი აზიანებს ფრჩხილის პალატას. უბრალოდ აღქმაა, რომ ძლიერდება ფრჩხილი, რადგან ფრჩხილზე დატანილია სქელი მასა. შილაკის მოშორების შემდგომ ფრჩხილი სერიოზულ დაზიანებას განიცდის.

კონტრარგუმენტად მოაქვთ, რომ აპარატი, რომლითაც ხდება შილაკის გაშრობა, უშვებს ინფრაწითელ სხივს, თუმცა ისიც დამაზიანებელია  კანისთვის. თუ დააკვირდებით, მზისგან დაცვის ახალი თაობის პროდუქტები გვხვდება ოთხმაგი დამცველობით. ამ ოთხიდან ერთ-ერთი  ინფრაწითელი სხივია, შესაბამისად, ლედ განათება ვერ იქნება უსაფრთხო.

მაკიაჟით დაძინება – როგორც მავნე ჩვევა…

ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა ღამის რუტინა, რაც კარგია, თუმცა მეორეს მხრივ არსებობს გრძელ საფეხურიანი რუტინა, რაც არასწორია. მაკიაჟით დაძინება არ შეიძლება, რადგან ის არის სერიოზული პრობლემების შემქმნელი ჩვენი კანისთვის.

საჭიროა კანის დაბანა დილას და საღამოს. თუ პროფესიული კუთხით ადამიანს უწევს მძიმე მაკიაჟის კეთება, მათ ვურჩევთ რომ კანი გასუფთავება-დაბანა მოხდეს 3-ჯერ. მეორე საფეხურია დამატენიანებელი საცხის გამოყენება და ბოლოს მზის დამცავი. ზოგჯერ შეიძლება მიცერალური წყლის გამოყენება, ისიც იმ შემთხვევაში თუ ვიშორებთ მძიმე მაკიაჟს.

თმის უთოს გამოყენება – ერთ-ერთი მავნე ჩვევაა…

თმის უთო საერთოდ რეკომენდებული არ არის, მაგრამ მაინც თუ იყენებს ადამიანი, ძალიან იშვიათად უნდა მოხდეს. იგივე შეიძლება ითქვას თმის საშრობებზე. მოვლაში მნიშვნელოვანია შევარჩიოთ სკალპის ტიპის მიხედვით თმის დასაბანი საშუალების გამოყენება, ასევე თმის კონდიციონერის.  გარდა ამისა, არ არის რეკომენდებული სველი თმის დავარცხნა.

რაც შეეხება თმის ბოტოქსს, ზოგადად სამეცნიერო მტკიცებულება, რომ თმის ბოტოქსს აქვს რაიმე ტიპის სარგებელი თმის სტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით, არ არსებობს.

სოლარიუმის თემასაც მინდა რომ შევეხოთ…

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძალიან ცუდი ჩვევა. მზის სეზონზე რომ არ მიიღონ დამწვრობა, ურჩევნიათ წავიდნენ ცოტა შეფერილები. სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები მზის პიკურ პერიოდში მყოფ ულტრაიისფერ სხივებს 9-ჯერ აღემატება. სოლარიუმით ჩნდება კანის კიბოს რისკები, ხელს უწყობს კანის დაბერებას. ბუნებრივად გარუჯვაც რეკომენდებული არ არის. ჯანმრთელი რუჯის ცნება არ არსებობს, გარუჯული სხეული უკვე ნიშნავს დაზიანებას.  აქ საუბარია დნმ-ის დაზიანებაზეც. გარუჯვიდან ერთ წელიწადში ჩვენ ნეგატიურ შედეგს ვერ დავინახავთ, მაგრამ უმაღლესი რისკია, რომ მათ ვინც ხშირად ირუჯება მეოთხე დეკადაში დაემართოს კინო. პრობლემები იწყება  45 წლის შემდეგ.

სავარჯიშო ტანსაცმლის მეორედ გამოყენება…

ეს პრობლემა ყველაზე მავნე ჩვევების სამეულში შეგვიძლია მოვიაზროთ. აუცილებლად ყურადღება მისაქცევია ეს თემა ბავშვებსა და მოზარდებში. 15 წლამდე აქტიურად ვთამაშობდი ფეხბურთს. გასახდელებში კატასტროფული მდგომარეობაა. ბავშვები ხშირად ჩანთიდან არ ალაგებენ ტანსაცმელს და ერთი და იგივე ტანსაცმლის, წინდის გამოყენება ხდება ვარჯიშიდან ვარჯიშამდე მრავალჯერადად. გაურეცხავი ტანსაცმლით კანი ზიანდება, ირღვევა მეტაბოლიზმი, საოფლე ჯირკვლები ზიანდება. აქ საუბარია ელემენტარული ჰიგიენის ნორმებზე.

რაც შეეხება ყოველდღიურ ტანსაცმელს, თუ ჩვენ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ვიმყოფებით, რესტორანში, ბარში, კონფერენციაზე, აუცილებელია ის ტანსაცმელი არა განიავდეს, არამედ გაირეცხოს.

ამოსული თმის საპირისპირო მიმართულებით გაპარსვა და ლაზერულ ეპილაცია რამდენად საზიანოა?

ესეც ხშირი პრობლემაა, მაგალითად წვივზე ქვევიდან ზედა მიმართულებით გაპარსვა უნდა მოხდეს თმის ზრდის მიმართულებით. ანუ თმა თუ იზრდება ზევიდან ქვევით, ტრიმერის გამოყენება უნდა მოხდეს ზევიდან ქვევით, რომ არ დაზიანდეს თმის ფოლეკული. შეიძლება მოხდეს თმის ჩაბრუნება.

ლაზერული ეპილაციის გაკეთება უსაფრთხოა. ლაზერის გამოყენება კანის ტიპის მიხედვით ხდება. ერთადერთი უნდა იცოდეთ, რომ სახის არეში  სასურველია ნემსით ეპილაცია გაკეთდეს. ლაზერი არ სახეზე თმას არ აქრობს.

რაც შეეხება დეოდორანტების გამოყენებას, რა რეკომენდაციას მოგვცემ ამ მიმართულებით…

ანტიპერსპირანტს და დეოდორანტს შორის განსხვავებაა, ანტიპერსპირანტში შედის ალუმინის ქლორიდი, თუ იღლიის ფოსო არის ოფლიანი, ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ ანტიპერსპირანტი, დეოდორანტი სუნს იცავს და მაგრამ არ იცავს ოფლის შემცირებისგან. ალუმინის ქლორიდი არ იწვევს პრობლემებს. შესაბამისად, აბსოლუტური სიმშრალე არ არის საშიში. ოფლი, რომელიც არ გამოიყოფა მაგალითად იღლიიდან, ნაწილდება კანის სხვადასხვა უბნებში ან შარდთან ერთად გამოიყოფა, ანუ არ გროვდება არსად. ანტიპერსპირანტი უნდა იქნას გამოყენებული ძილის წინ, ნივთიერებამ რომ იმუშაოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები