ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღია, რომ არ შევუშინდეთ. მაწამეს, მემუქრებოდნენ, მაგრამ იმ მომენტში მასზე გავიმარჯვე, – დაკავებული საბა სხვიტარიძე საზოგადოებას სპეციალურად დღევანდელი დღისთვის წერილს უგზავნის.
მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე დასაკარგი ბევრად მეტია, ვიდრე რამდენიმე წლის ციხეში გატარებაა.
„თქვენ ხართ ჩვენი ერთადერთი იმედი, თქვენ ხართ ის, ვისთვისაც ბრძოლა ღირს. დასაკარგი ბევრად მეტი გვაქვს, ვიდრე რამდენიმე წლის ციხეში გატარებაა. სამშობლოს ვკარგავთ. ჰაერს ვერ გავატანთ გმირების სახელებს. რეჟიმის მთავარი იარაღი შიშია. ცდილობენ შიში დანერგონ.
ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღია, რომ არ შევუშინდეთ. მეც მაწამეს, მემუქრებოდნენ, მაგრამ არ შემშინებია და იმ მომენტში მე გავიმარჯვე მასზე. თუ ნიჰილიზმი შეგიპყრობთ, 9 აპრილის გმირები გაიხსენეთ. ძალა ხალხშია. მთავარია თითოეული ჩვენგანი ერთად ვიდგეთ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ელაპარაკეთ მეზობლებს, თანამშრომლებს და თუ ვინმემ სისხლიანი 9 წელი გიხსენათ, მოუყევით ჩვენი და მზიას ისტორია“, – ნათქვამია საბა სხვიტარიძის წერილში.