LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაყურებელმა ვერ დაინახა შენი საგანძური.. ვამაყობ, რომ პროექტშიც შენი ნამდვილი სახე და პრინციპები არ დაკარგე“ – რას წერს ნატალია ყიფშიძე ლენუკაზე

187
BeFunky-collage

„პრაიმ ჰაუსის“ კვირის ერთ-ერთი აუტსაიდერი ლენუკა გახდა, რომელმაც დღეს საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე მონაწილეების გადაწყვეტილება შეაფასა და გადაწყვეტილებას აფასებს.

ლენუკა ყიფშიძე: „40 წლის ბებერს პროექტში რა უნდაო, ამაზე ხაზგასმა ჩემთვის ძალიან არასასიამოვნოა“

ლენუკას აუტსაიდერობას მისი ძმისშვილი, ნატალია ყიფშიძე ეხმაურება. როგორც ის წერს, ამაყობს, რომ ლენუკამ პროექტში მისი “ნამდვილი სახე” არ დაკარგა.

„ჩვენი ურთიერთობა დაბადების წამიდან განსაკუთრებულია, როგორც საკუთარ შვილს ისე აღმიქვამს და მეც იმავე სიყვარულს ვუბრუნებ. ჩემი საყვარელი trip partner, მესაიდუმლე და მეგობარია
ოჯახში 10 ადამიანი ვართ და მიჩვეულია ბევრი სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანთან ერთად ცხოვრებას. კონფლიქტის გადაჭრაში ერთად ვიღებთ მონაწილეობას და ვცდილობთ სახლში სიმშვიდე შევინარჩუნოთ.

ამ პროექტშიც ამ განწყობით შევიდა და მიჰყვა მოვლენების განვითარებას. ვამაყობ იმით, რომ პროექტშიც შენი ნამდვილი სახე და პრინციპები არ დაკარგე. მაყურებელმა ვერ დაინახა შენი საგანძური. ალბათ, იმიტომ რომ რეიტინგული არ არის კარგი თვისებების ჩასმა

 

 

ჩვენი ურთიერთობა დაბადების წამიდან განსაკუთრებულია?როგორც საკუთარ შვილს ისე აღმიქვამს და მეც იმავე სიყვარულს ვუბრუნებ?…

Posted by Natalia Kipshidze on ხუთშაბათი, 17 ნოემბერი, 2022

 

მზრუნველი, კეთილი და ყველასთვის საყვარელი ადამიანი ხარ! გაუმართლათ მონაწილეებს შენთან ერთად ცხოვრება რომ შეძლეს დაუჭირეთ მხარი ჩემ უკუკას“, – წერს ნატალია ყიფშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g