LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mazda-მ ახალი ქროსოვერი CX-5-ი წარმოადგინა

56

კომპანია Mazda-მ ქროსოვერ CX-5-ის ახალი თაობის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. მოდელის მსოფლიო პრემიერა აშშ–ში, ლოს-ანჯელესში, ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

როგორც გავრცელებული გამოსახულებიდან ჩანს, შეცვლილია მოდელის განათების სისტემა, ასევე ავტომობილის ექსტერიერში დამატებულია გაცილებით მეტი ქრომი. ავტომობილი რამდენიმე ფერში იქნება წარმოდგენილი, ჯერ–ჯერობით კი მხოლოდ წითლის ფოტო ვრცელდება.

მოდელი G-Vectoring Control-ს მიიღებს. აღნიშნული სისტემა ჯერ კიდევ  Mazda2, Mazda3 და CX-3-ში იყო წარმოდგენილი. CX-5-ის სხვა დამატებითი ტექნიკური მახასიათებლები კომპანიის მიერ მკაცრადაა გასაიდუმლოებული. სავარაუდოდ, ახალი ,,ლამაზმანი’’ აღჭურვილი იქნება 2.0 ან 2.5 ლიტრიანი ტევადობის აგრეგატით, რომელიც 180 ცხენის ძალის სიმძლავრის იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები