LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mazda-ს მოდელებზე 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო

105

”მაზდა ცენტრი თეგეტა” მომხმარებელს ავტომობილებს ფასდაკლებით სთავაზობს. როგორც ”ავტორადიოს” ცენტრიდან აცნობეს, ფასდაკლება 20%-იანია და ის ახალ Mazda CX5-ის ტოპ ვერსიებზე ვრცელდება.

”აღნიშნული მოდელი კომპაქტური, მაღალი გამავლობის ქროსოვერია, უსაფრთხო და სახასიათო. მთავარი ამოცანა ამ ავტომობილის შექმნისას იყო დიზაინი, მართვის კომფორტი და უსაფრთხოების მაღალი დონე და ასევე, ყველაზე მთავარი –ეკონომიურობა”, – განაცხადეს ”მაზდა ცენტრი თეგეტა”-ში.

მათივე ინფორმაციით, ავტომობილის ძველი ფასი  33 500 დოლარს შეადგენდა, თუმცა მისი შეძენა მსურველს ამ ეტაპზე 26 800 დოლარად შეუძლია.  ამასთან, მთელს სამოდელო რიგზე ვრცელდება 5-წლიანი გარანტია. ავტომობილის შეძენის შემთხვევაში კი მყიდველი საჩუქრად მიიღებს სერვისის 10%-იანი ფასდაკლების ბარათს საგარანტიო პერიოდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები