ბავშვთა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია ”მაზერქეარი” საკუთარ მომხმარებელს უკვე ”ისთ ფოინთში” ელის. ბრინტანული ბრენდი, რომელიც წლების მანძილზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე იყო წარმოდგენილი, სავაჭრო ცენტრ ”ისთ ფოინთში” განთავსდა.
როგორც მაღაზიის დირექტორმა ოთარ ქირიამ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა მაღაზია მომხმარებელს ყველა იმ პროდუქტს სთავაზობს რაც ფეხმძიმე ქალსა და 11 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ. მისივე განმარტებით, მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია უმაღლესი ხარისხისაა და ყველა სეგმენტზეა გათვლილი.
როგორც მაღაზიის დირექტორმა განაცხადა, თუ აღნიშნულმა მაღაზიამ კარგად იმუშავა, სამომავლოდ ”მაზერქეარის” ქსელის გაფართოებაც იგეგმება, ხოლო რაც შეეხება ფასებს, ლარის კურსის ცვლილებას მათი პროდუქციის ღირებულების გაზრდა არ გამოუწვევია.
”დავწიეთ მოგების მარჟა, შესაბამისად, ლარის კურსის ცვლილების გამო ფასები არ მომატებულა, პირიქით, დავწიეთ კიდეც, იმისთვის, რომ მომხმარებლის ერთგულები ვიყოთ”, – განმარტა ქირიამ.
ცნობისთვის, ბრიტანული საბავშვო ბრენდი ”მაზერქეარი” თბილისში 2009 წლიდანაა წარმოდგენილი.