LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მბაპე დიდ ანიმაციაში მიდის

33
Capture

ამერიკული სააგენტო WME-ის სპორტულმა განყოფილებამ (Endeavour-ის შვილობილი კომპანია) გამოაცხადა პსჟ-ს თავდამსხმელ კილიან მბაპესთან საპარტნიორო შეთანხმების გაფორმების შესახებ.

ფეხბურთელმა საპროდიუსერო კომპანია Zebra Valley-ის შექმნა, რომელიც ლოს ანჯელესში განთავსდება და ანიმაციური კონტენტის შექმნაზე იმუშავებს. თემა იქნება სპორტი, მუსიკა, კულტურა, ტექნოლოგიები და ვიდეოთამაშები.

„ახალი სტუდიის მუშაობა მიმართული იქნება, რათა ახალგაზრდა ადამიანებს თავისი გზის მოძებნაში დაეხმაროს. ასევე Zebra Valley ესწრაფვის გლობალურ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და უნივერსალური ისტორიების მოყოლისკენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კროს-პლატფორმულ კონტენტს მრავალფეროვან და მულტიკულტურულ სამყაროში“, – წერს L’Equipe, რომელიც WME Sports განცხადებას ეყრდნობა.

აპრილში მბაპემ სოციალურ ქსელში დაწერა „ზებრა“ და ფანებმა იფიქრეს „იუვენტუსში“ ხომ არ გადადისო. თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს იყო ანონსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები