საფრანგეთში პსჟ-ს ფორვარდ კილიან მბაპეზე სერიალს გადაიღებენ.
Sports Zone-ის მიხედვით, გადაღებები დაიწყება წინასასეზონო მომზადებისას. გადამღები ჯგუფი ფეხბურთელს დააკვირდება ოლიმპიურ თამაშებსა და ევრო 2024-ზე. გარდა ამისა, აჩვენებენ მბაპეს გადასვლას ახალ კლუბში. 2024 წლის ზაფხულში ფეხბურთელი დიდი ალბათობით დატოვებს პსჟ-ს.
მბაპეს „რეალში“ ამ ზაფხულის ტრანსფერის შემთხვევაში სერიალს საფრთხე შეექმნება, მაგრამ განწირული არ იქნება.
სერიალი გამოვა 2024 წლის აგვისტოში ან ცოტა მოგვიანებით.
ამასთან, ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ ის მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც პარიზში გაიმართება. ოლიმპიურ გუნდში ძირითადი ნაკრების 3 ფეხბურთელი შევა, მბაპე კი ოლიმპიადაზე გამარჯვებაზე ოცნებობს.
საფრანგეთის ნაკრებში ფორვარდმა 68 მატჩი ითამაშა და 38 გოლი გაიტანა.