LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მცირე და საშუალო ბიზნესზე საგარანტიო ფონდებს პოზიტიური გავლენა ექნება”

89

მცირე და საშუალო ბიზნესზე საგარანტიო ფონდებს ძალიან პოზიტიური გავლენა ექნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაა. ბახტაძის თქმით, დღეს მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებთან წვდომაზე მნიშვნელოვანი ბარიერები გააჩნია.

„საგარანტიო სქემის ამოქმედებაზე ძალიან შინაარსობრივი მსჯელობა გვქონდა და ინფორმაციაც მივაწოდეთ მოსახლეობას. მცირე და საშუალო ბიზნესზე ამას ექნება ძალიან პოზიტიური გავლენა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, რომელსაც დღეს სამწუხაროდ ფინანსებთან წვდომაზე მნიშვნელოვანი ბარიერები აქვს. აღნიშნული სქემა ემსახურება ამ ბარიერების მოხსნას და მათთვის იმის მიცემის საშუალებას, რომ კომერციული ბანკების მეშვეობით, ჩვენ მივაწოდოთ მცირე და საშუალო მეწარმეებს უფრო იაფიანი და შეღავათიანი სესხები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ დაგეგმილი საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია საგარანტიო ფონდის შექმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g