LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირები სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

229
მოტობლოკი

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას“ განახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას  საკუთრებაში მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გააჩნია, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). ახალი სახელმწიფო პროგრამა ფერმერთა სწორედ მსგავსი საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა.

ახალი პროგრამით დაფინანსება შეუძლია მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გააჩნია.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება  მაღალმთიან დასახელებებში მცხოვრები პირების მიერ შესაძენი მცირე ზომის (7 ცხ.ძ-დან) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 70%. თანადაფინანსების ლიმიტი განსხვავებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმძლავრეების მიხედვით და არ აღემატება 2500 ლარს.

mazda magti 5g