LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთაში ამხილეს 3 პირი, რომლებმაც 36 ათასი ღირებულების სახელმწიფო ქონება მიითვისეს

82
finansuri

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი ამხილა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, შექმნეს ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა სარგებლობაში ჰქონდათ მცხეთის რაიონში მდებარე 600 მ2 მიწის ნაკვეთი. ცრუ მოწმეების მონაწილეობით შედგენილ იქნა აღნიშნული მიწის ნაკვეთის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი ყალბი ოქმი, რომლის გამოყენებითაც შემდგომში მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულ იქნა ერთ-ერთი ფიზიკური პირის სახელზე.

ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილია, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 36 000 ლარს”.- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები