გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ.
„მცხეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე მოქალაქეს 51 ერთეული წიფლის სახეობის მრგვალი მორი ჰქონდა განთავსებული, ხოლო მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, სხვა სახეობისა და რაოდენობის ხე-ტყე იყო მითითებული,” – აღნიშნულია განცხადებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული ავტომანქანა დაილუქა, საქმის მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.