დატო ტურაშვილის შვილი სოციალურ ქსელში მამის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ანანო ტურაშვილის თქმით, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკაში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
მეგობრებო, დათო საავადმყოფოშია, გული გაუხდა ცუდად, მდგომარეობა ახლა სტაბილურია, უკეთებენ გამოკვლევებს, ღამე ტოვებენ იქ. მადლობა ყველას ყურადღებისთვის, იცით ყველამ მამაჩემის ემოციურობის ამბავი და გულის პრობლემებისაც. კულტურის სამინისტროში, როდესაც მწერლები ხვდებოდნენ კულტურის მინისტრს, მივიდა შსს მინისტრი და შეხვედრა გადაიზარდა ემოციურ სიტყვიერ კამათში, ამას მოყვა დათოს ცუდად გახდომა. მადლობა ყველას
❤️
https://www.facebook.com/anakoturashvili/posts/10209276155575578?pnref=story