30 წლის ხატია პატარიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება – გავრცელებულ საქველმოქმედო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხატია პატარიძე აუცილებლად საჭიროებს თურქეთში გადაყვანას და გადაუდებელ მკურნალობას, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
„ძალიან გთხოვთ, მეგობრებო, გვჭირდება თქვენი დახმარება. 30 წლის ახალგაზრდა ქალი, ხატია პატარიძე 6 თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც მდგომარეობა დაუმძიმდა.
ქუთაისიდან თბილისში გადაიყვანეს და ნაადრევი მშობიარობა გახდა საჭირო, რამაც მდგომარეობა დაამძიმა და ორივე თირკმელი გაუჩერა. ის დღეს ღუდუშაურის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს დიალიზზე. მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.
დღეს ის აუცილებლად საჭიროებს თურქეთში გადაყვანას და იქ გადაუდებელ მკურნალობას, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
გთხოვთ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, თითოეული ლარი მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ვაჩუქოთ სიცოცხლე ხატიას.
მიმღები ხატია პატარიძე
საქ ბანკი: GE83BG0000000581037949
თიბისი ბანკი: GE84TB7871945068100013“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც Info Imereti ავრცელებს.