სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია პატარა რომა დგებუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც კვლავ მძიმეა, თუმცა მედიკოსები და ოჯახი იმედს არ კარგავენ.
ბოლო ცნობებით, რომამ დღეს დრენაჟის გამოცვლისას ტკივილი იგრძნო და რეაქციაც გამოხატა – შეძლო ფეხის მცირე მოძრაობა. როგორც ექიმები აღნიშნავენ, ეს რეფლექსების აქტივიზაციის ნიშანია, რაც მკურნალობის პოზიტიური ნიშნად მიიჩნევა.
ოჯახი საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ყველას სთხოვს, რომა დგებუაძისთვის ლოცვა გააგრძელონ.
„გამარჯობა
ზოგადი მდგომარეობა ისევ მძიმეა, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, დღეს რომამ დრენაჟის გამოცვლის დროს ტკივილი იგრძნო და ფეხიც გაამოძრავა. რეფლექსები ისევ გამოვლინდა.
ექიმები იმედს არ კარგავენ და არც ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება.
ვილოცოთ რომასთვის“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში.
ცნობისთვის, რომა დგებუაძეს 28 მარტს დაეჯახა მანქანა, ქუთაისში გაუკეთდა ოპერაცია, დაეწყო ტვინის შეშუპება და საჭირო გახდა თავის ქალის ტრეპანაცია. ბავშვი შეყვანის დღიდან არის კომატოზურ მდგომარეობაში. 1 აპრილს რეანომობილით ბავშვი თურქეთში გადაიყვანეს.