LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური“ – რას აცხადებენ „ჯეო ჰოსპიტალსში“ შშმ პირის, ანზორ (გიორგი) დავითურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

350
ჯეო ჰოსპიტალსი

„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილური ცენტრი ანზორ (გიორგი) დავითურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

კლინიკის ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური და შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა.

კლინიკის ინფორმაციით, მოზარდს სიცხე არ ჰქონია და ამასთან მოხერხდა ფილტვების ვენტილაციის პარამეტრების კიდევ უფრო გამარტივება.

„ლაბორატორიულ მაჩვენებლებში შეინიშნება დამატებით დადებითი დინამიკა. სედაციის ფონზე გრძელდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, მოხერხდა ვენტილაციის პარამეტრების კიდევ უფრო გამარტივება. დადებითი, სტაბილური დინამიკის ფონზე მოხდა დაზიანებული კბილების ექსტრაქცია ქვედა ყბაზე. ამ ეტაპზე გრძელდება მკურნალობის პროცესი და ყველა ის სამედიცინო მანიპულაცია, რომელიც აუცილებელია პაციენტის გამოჯანმრთელებისათვის“, – განაცხადეს  „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრში.

 „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრის განმარტებით, კლინიკა კვლავ აქტიურ კომუნიკაციაშია პაციენტის დედასთან და ოჯახის წევრებთან.

„მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ. ცენტრის მხრიდან კვლავაც არის მზაობა ნებისმიერ დროს მიაწოდოს ოჯახს ინფორმაცია მკურნალობის მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ. ამასთან, დედას ნებისმიერ დროს შეუძლია შვილის მონახულება და, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მასთან დარჩენა“, – წერია „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g