ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა – ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რამე გართულებას ადგილი არ ჰქონია. მათი თქმით, პაციენტს დაგეგმილი მკურნალობა უტარდება.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვისაც რჩება მძიმე, ის მართვით სუნთქვაზე რჩება სამკურნალო დაცვითი ნარკოზით. ღამის განმავლობაში რამე გართულებას ადგილი არ ჰქონია. უტარდება დაგეგმილი მოცულობის მკურნალობა.
არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ცოტნე გამსახურდია სცემა ერთმა კაცმა და ოთხი უყურებდა ამას
"იქ იყო სისხლი, ნამტვრევები, ყავარჯნები...4-5 კაცი გარბოდა" - ცოტნე გამსახურდიას ცოლს შსს-ს ვერსიის არ სჯერა
დინამიკაში არსებითი ცვლილებები არ გახლავთ, დაახლოებით ისეთივე სიმძიმის პაციენტად რჩება, როგორიც იყო წინა ეტაპზე“, – აცხადებენ ექიმები.
ცოტნე გამსახურდია 19 ნოემბერს, გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას ორი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ამ ეტაპზე დამატებით ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. საქმეზე დაკავებულია სულ 5 პირი, აქედან 1- განზრახ მკვლელობის მცდელობის , დანარჩენი 4 კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.