LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე თსუ-ში მომხდარზე: „ალბათ, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები“

185
fot (2)

თავიდან მივიდნენ ჟურნალისტები, ამის შემდეგ მივიდნენ ადამიანები, რომლებმაც ეტყობა ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და ამით სცადეს პროვოკაციის მოწყობა, რაც არ გამოუვიდათ, რადგან საკადრისი პასუხი გაეცათ თავად სტუდენტების მხრიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, თსუ-ში მომხდარი ინციდენტის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, პროვოკაციის ორგანიზატორი ტელეკომპანია „ფორმულა“ იყო, ვინაიდან აღნიშნული ტელევიზიის გადამღები ჯგუფი, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმაზე ადრე მივიდა, ვიდრე პროვოკაციის მომწყობი პირები.

„რეალურად, ისინი, ვინც პროვოკაციას აწყობდნენ, იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, შეიძლება თსუ-ის სტუდენტი იყო, მაგრამ იქ არაფერი ესაქმებოდა. ვინც იყო ირაკლის სტუდენტი, უსმენდა ლექციას და ვისაც ეკუთვნოდა, რომ იმ ლექციაზე მსხდარიყვნენ. იმათ გასცეს საკადრისი პასუხი, როგორც ვნახე, გადაამისამართეს შესაბამის ადგილზე ის რუბლებიც“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძე თსუ-ში მომხდარ ინციდენტზე: მოსული იყვნენ „ფორმულასთან“ აფილირებული ახალგაზრდები, საჭიროა, ისინი სწორ რელსებზე მოექცნენ, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგონები – დაქორწინდნენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g