LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: თუ ტრამპი მოახერხებს და დაამარცხებს „დიფ სტეიტს“, ზეწოლაც საქართველოზე შესუსტდება – თუ ასე არ მოხდა და სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით – მეტი ტურბულენტობის ატანა მოგვიწევს, მაგრამ მაინც მყარად ვიდგებით

190
2024-12-26_00-42-55_850275

თუ ტრამპი მოახერხებს და დაამარცხებს „დიფ სტეიტს“, ზეწოლაც საქართველოზე შესუსტდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

მისივე თქმით, „თუ ასე არ მოხდა და სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით, მეტი ტურბულენტობის ატანა მოგვიწევს, მაგრამ მაინც მყარად ვიდგებით“.

„თუ ტრამპი მოახერხებს და ვიმედოვნებთ, რომ მოახერხებს თავისი დაპირების შესრულებას, დაამარცხებს „დიფ სტეიტს“, რას ნიშნავს ამერიკულ ბიუროკრატიაში არაფორმალურ გავლენებს. შესაბამისად, ეს გავლენები ხომ ვიღაცას ეკუთვნის – ზოგი კლინტონს ასახელებს, ზოგი სამხედრო ინდუსტრიას – დავანებოთ ამაზე ლაპარაკს თავი, აქაც ვუფრთხილდებით, რომ წითელ ხაზებს არ გადავიდეთ. ამ გავლენების ავტორების გავლენები თუ შესუსტდება, შესაბამისად, ზეწოლაც ამ მიმართულებით საქართველოზე შესუსტდება.

იქით მხარეს დგას არა ეს ხალხი, ე.წ. ქართული ოპოზიცია – ესენი მათი აგენტები და ინსტრუმენტები არიან, ვისაც ვეჭიდავებოდით – დიდ ძალებს. რთულად წარმოსადგენი იყო ვინც იცოდა ვის ვებრძოდით, იმასთან ბრძოლაში ასე გამოვიდოდით მყარად გამარჯვებულები, დღეს, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ.

როგორც მინიმუმ, რაღაც გავლენები „დიფ სტეიტში“ ამ ომის პარტიის, გლობალური ძალების, რომლებსაც გავლენები აქვთ ამერიკულ ბიუროკრატიაში, უნდა შესუსტდეს. თუ ეს დანაპირები შესრულდა, ბუნებრივია, გაცილებით უკეთ გვექნება საქმე, იმიტომ, რომ წნეხი მოიხსნება. რამდენადაც შესუსტდება, იმდენად მოიხსნება. საერთოდ აღმოიფხვრება? – ამ მიმართულებით წნეხი აღარ იქნება საერთოდ.

მაგრამ, თუ ეს ასე არ მოხდა და სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით, მარტივი არ იქნება, რა თქმა უნდა, თუმცა, გავაგრძელებთ. ჩვენ მყარად ვდგავართ, ამ შემთხვევაშიც, უფრო მეტი ბრძოლა, უფრო მეტის გაძლება, მეტი ტურბულენტობის ატანა მოგვიწევს, მაგრამ მაინც მყარად ვიდგებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g