სოფელ კარდენახის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალაზანში 12 წლის ბიჭი დაიხრჩო. თვითმხილველების ინფორმაციით, ბიჭი მდინარზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ის სხვის დახმარებას ცდილობდა, თუმცა დინებამ წაიღო.
მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
არასრულწლოვნის ცხედარი მდინარიდან მყვინთავების დახმარებით უკვე ამოიტანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.