ხონში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს.
მდინარეში სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში გუშინ გაუჩინარდა, ის მდინარის ნაპირზე ოჯახის წევრებთან ერთად იყო.
დამატებითი დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცდილობს, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.