ბაღდათის რაიონში მდინარე ხანისწყლის ნაპირგამაგრება დასრულდა.
როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მდინარე მისთვის დამახასიათებელი წყალდიდობების შედეგად მეწყერის საშიშროებას ქმნიდა. ეს კი საფრთხის ქვეშ აყენებდა მოსახლეობას, საცხოვრებელ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და ეკლესიას.
აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, ფლეთილი ლოდების გამოყენებით, მდინარის ნაპირზე ბერმა აშენდა და 185 მეტრი სიგრძის სანაპირო ზოლის დაცვა მოხერხდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ტიპის ნაპირდამცავი ნაგებობა ხანგრძლივი ექსპლუატაციით გამოირჩევა და მეწყრული კერის არსებობის პირობებშიც კი განახლების საშუალებას იძლევა.
პროექტზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 188,5 ათასი ლარი დაიხარჯა.