სოფელ იმირში მდინარე ხრამზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცხადებს, პროექტის ფარგლებში ხიდზე არსებული და განაპირა ბურჯები ხიმინჯებით გამაგრდა, განახლდა ხიდის სავალი ნაწილი, ტროტუარები და მოაჯირები; გზა მოინიშნა და შემოიფარგლა.
პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიონ 900 ათასი ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული. ხიდის რეაბილიტაცია შპს “GEORGIAN BRIDGE CONSTRUCTION”-მა განახორციელა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში მდინარე ხრამზე რეაბილიტირებული სახიდე გადასასვლელის ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს.