მდინარე ქსანში ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა კასპში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 11 ივლისს ახალგაზრდა მდინარეში საბანაოდ შევიდა, თუმცა უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
