ეკომეგობრული და ინოვაციური იდეა ჰელსინკის, ციურიხისა და ბაზელის შემდეგ, ახლა უკვე ლონდონში იქცევა რეალობად. არქიტექტორი კრის რომერი ამბობს, რომ მდინარე ტემზაზე წყალზე მოტივტივე აუზს მოაწყობს. ამისთვის კი ბუნებრივ და წყალგამძლე ხეს გამოიყენებს. არქიტექტორი ამბობს, რომ იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა, რასაც წლებია საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს. აქ ორი მთავარი შეკითხვა ჩნდება: რამდენად სუფთა და უსაფრთხო იქნება წყალზე მოტივტივე აუზი.

კრის რომერი ამბობს, რომ აუზი ბუნებრივად გაიფილტრება თანამედროვე ევროპული წყლის გაფილტვრის ტექნოლოგიით, რაც ყველა პათოგენს მოაშორებს. “ჩვენ გავათბობთ წყალს, რომ იმ ადგილას ბანაობა ყოველთვის შესაძლებელი იყოს. მსგავსი გამოცდილება ჰელსინკში უკვე მაქვს, სადაც ზუსტად წყალზე მოტივტივე აუზი მოეწყო”.
პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა უშუალოდ აუზის მშენებლობა როდის დაიწყება, ჯერჯერობით უცნობია.
