ჩხოროწყუში მდინარე ხობისწყალის ადიდდა და ორი მეთევზე პატარა კუნძულზე ჩარჩა. შსს-ს ინფორმაციით, უწყების სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე დროულად ჩაფრინდა და მეთევზეების გამოყვანა რამდენიმე წუთის წინ შეძლეს.
ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია “ფეისბუქზე” ეხმიანება.
მდინარე ხობისწყალი ძლიერი წვიმის გამო ადიდდა.