LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარის კალაპოტი ყოველწუთიერად იზრდება და ირგვლივ არსებულ სახლებს საფრთხე ემუქრება – ადგილობრივი

189

მდინარის კალაპოტი ყოველწუთიერად იზრდება და მდინარის ირგვლივ არსებულ სახლებს საფრთხე ემუქრება – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სვანეთში, მდინარე ნენსკრას ადიდების გამო გარესამყაროს მოწყვეტილი ერთ-ერთი სოფლის, სგურიშის მცხოვრებმა მინდია გურჩიანმა განუცხადა.

“წყლის ნაკადი ისევ იგივე მდგომარეობაშია, იმატებს ყოველ წუთს. კალაპოტი ფართოვდება, მდინარეს ფერდობიდან ჩამოაქვს ნაშალი მასალა, მოაქვს დიდი ქვები, წაიღო გზები და ხიდები. ეზოები დაეტბორა მოსახლეობას. ჩვენს სოფელში მაშველები არ მოსულან და ვერც მოვლენ ალბათ, რადგან აქამდე მოსასვლელი გზა განადგურებულია. ელექტროენერგია არ მოგვეწოდება, არც არავინ შეგვხმიანებია. გარესამყაროს ვართ მოწყვეტილი. სახლები, რომლებიც მდინარის პირას არის, საფრთხის ქვეშაა, რა თქმა უნდა“, – განაცხადა მინდია გურჩიანმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას ინფორმაციით, სოფელ ჭუბერში ადიდებულმა მდინარემ სამი სახლი წაიღო, საფრთხე კიდევ ორ სახლს ემუქრება.ამჟამად სოფელ ჭუბერთან მისასვლელი გზა მთლიანად ჩამოშლილია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში უკვე გაემგზავრა, სადაც ადგილზე გაეცნობა მდინარე ნენსკრაზე მიმდინარე სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებს.

სტიქიიის შედეგებს ადგილზე ეცნობიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი და დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი

შეგახსენებთ, სვანეთში, სოფელ ჭუბერთან მდინარე ნენსკრა ადიდდა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მდინარის ადიდება მთის ჩამოშლამ გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ თემში არსებული 5 ხიდი წაიღო. გარესამყაროს მოწყდა ჭუბერის თემის ათივე სოფელი . არც საგანგებო სიტუაციების სამსახური და არც მესტიის მერია ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ჭუბერის მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია უახლოეს მომავალში მიეწოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g