LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლი ერთსა და იმავე სახლს სამჯერ დაეჯახა, თანაც ორი სხვადასხვა ავტომობილით

138
autoradio

კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან– რაფაელის პოლიციას რთული ღამე ქონდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა ღობე გაანგრია და სახლს Ford Mustang–ით შეასკდა, შემდეგ დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სახლის მფლობელის Toyota RAV4–ით სცადა. თუმცა, ეს მცდელობაც უშედეგო იყო და კერძო საკუთრების კიდევ ორჯერ დაზიანებით დასრულდა.

პირველი დარტყმა ძირითადად ღობეს შეეხო. ნასვამმა მძღოლმა „მუსტანგი“ ვეღარ დაიმორჩილა, ღობეს გასცდა და იმის ნაცვლად რომ ამის შემდეგ მაინც გაჩერებულიყო, უფრო წინ წავიდა და სახლი შეანგრია.

ხმაურზე მაშინვე სახლის პატრონი გამოჩნდა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მძღოლს გასაღები წაართვა და პოლიციაც გამოიძახა. თუმცა, დამნაშავე სამართალდამცავთა მოსვლას მშვიდად არ დალოდებია, Toyota–ს გასაღები მოიპარა და გაპარვა სცადა, თანაც ორჯერ. მას ისევ რაღაც შეეშალა და იმის ნაცვლად რომ ავტომობილი ფარეხიდან უკან გაეყვანა, წინ წავიდა და სახლის კედელს დაეჯახა.

სახლის პატრონმა მძღოლს გასაღები ისევ წაართვა, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. საბედნიეროდ, ამ დროისთვის პოლიციაც მოვიდა და არაადეკვატური მამაკაცი დააპატიმრა.

მას ბრალს – დანაშაულის ადგილიდან გაქცევის მცდელობის, კერძო საკუთრების დაზიანების, ავტომობილის გატაცების და ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის წაუყენებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g