LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლს ჯარიმა ტელეფონის გამოყენებისთვის დაუწერეს, თუმცა ტელეფონზე ქვეითი საუბრობდა

1661
ქირიას NEWS შაბლონი

რუსეთში კამერის შეცდომის გამო მძღოლს ჯარიმა დაუწერეს იმ ტელეფონისთვის, რომელსაც რეალურად ქვეითი იყენებდა.

ინციდენტი ესტაკადაზე მოხდა. საგზაო კამერამ დააფიქსირა ქალი მძღოლი, რომელიც თითქოს საჭესთან ტელეფონით საუბრობდა. თუმცა ფოტოზე, რომელიც მოგვიანებით სოც-ქსელებში გავრცელდა, აშკარად ჩანს, რომ მძღოლი ტელეფონს საერთოდ არ იყენებს – სამაგიეროდ, კადრში მოხვედრილი ქვეითი საუბრობს სმარტფონით.

დარღვევა 13 მარტს, დღის საათებში დაფიქსირდა. კამერის მონაცემებით, ავტომობილის სიჩქარე იმ მომენტში 24 კმ/სთ იყო. ცხადია, ქვეითი ასეთი სიჩქარით ვერ გადაადგილდებოდა, თუმცა სისტემამ შეცდომით მძღოლი დააჯარიმა.

გოგონამ ჯარიმა უკვე გადაიხადა, თუმცა ახლა მის გასაჩივრებას აპირებს, ამისთვის მას 10 დღე აქვს.

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კონტროლის ავტომატური სისტემები სრულყოფილი ჯერ არ არის და შეცდომებიც ხშირად ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები