LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მძღოლს უთქვამს, რუსეთი ოკუპანტია და აეროპორტის შუა ტრასაზე ჩამოუსვია – რა დააშავეს რუსეთის მოქალაქეებმა?“

893
გჰჰფ

მომღერალი, თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში წერს, რომ მის guest house -ში მყოფი რუსი ტურისტები, რომელიც გუშინ გააცილა ქვეყნიდან, მძღოლმა აეროპორტის შუა ტრასაზე ჩამოსვა. როგორც ირკვევა , ტაქსისტმა ამ ფორმით რუსული ოკუპაცია გააპროტესტა.

თიკა ჯამბურია წერს, რომ ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილ რუს ტურისტებს ქვეყანა არ უნდა შევაზიზღოთ.

“ყველა ერთ ხმად ვაღიარებთ , რომ რუსეთი ოკუპანტია, პუტინი და რუსული პოლიტიკა მტერი … მაგრამ მინდა დაგისვათ ერთი კითხვა … რა დააშავეს რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ჩამოდიან ჩვენთან და არიან ძალიან კეთილ განწყობილები ?? ? მოგეხსენებათ რომ ამ ბოლო დროს ხშირი შეხება მაქვს რუს ტურისტებთან იქიდან გამომდინარე რომ მაქვს guest house სადაც ძირითადად ტურისტების 80% რუსები გახლდათ … მოკლედ გუშინ გავაცილე ჩემი ბოლო სტუმრები რუსეთიდან, არაჩვეულებრივი ხალხი უზომოდ შეყვარებულები ჩვენს ქვეყანაზე და ხალხზე , მოკლედ ეს ძალიან მაგარი წყვილი რუსეთიდან რომლბმაც 1 კვირაში იმაზე კარგად შეისწავლეს და დაათვალიერეს ჩვენი ქვეყანა ვიდრე ჩვენ ვიცით … ხოდა მოკლედ რატო გიყვებით ამ ყველაფერს … ტაქსით წასულან აეროპორტში და მძღოლს აეროპორტის ტრასაზე ჩამოუსვია და უთქვამს რომ რუსეთი ოკუპანტია და შუა ტრასაზე დაუტოვებია …….. არ ვიცი რომელია სწორი ის ,რომ ჩვენ უზრდელი და უკულტუროები ვართ თუ ის რომ ესე უნდა შევაზიზღოთ ჩვენი ქვეყამა ჩვენს “მტრებს” რომლებიც ძალიან ძალიან დიდი სიმპტიებით იყვნენ განწყობილები პატარა საქართველოს მიმართ ????”- წერს თიკა ჯამბურია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g