LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მძიმე დღე და ღამე დაგვიდგა, სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! არქივში გაჩენილი ხანძარი წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში“- პრეზიდენტი

191
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში 8 სექტემბერს საქართველოში მომხდარ ამბებზე წერს.

მისი თქმით, დაფიქრება გვჭირდება, „ტრაგიკული შემთხვევები რამდენად მიეკუთვნება შემთხვევითობას“.

„მძიმე დღე და ღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, ახლობლებს, და ჩვენ საზოგადოებას, არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს, წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში.

ამ დროს კი, როცა გვჭირდება ყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად ეს ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობას მიეკუთნება, თუ პირიქით ეს ყველაფერი ჩვენ საქციელს, მოუმზადებლობას, ქვეყნისა და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია… ვაგრძელებთ ძველებურად – ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა! “- წერს სალომე ზურაბიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g