მსახიობი გია ბურჯანაძე მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის. დიაგნოზის შესახებ მსახიობმა გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.
„მძიმე ჯვარს ვატარებ ამ დაავადების სახით. ამ დაავადებამ ძალიან გამლახა, ქიომიოთერაპია რთულად გადავიტანე,
ახლა ოპერაცია მელოდება. მეოთხე სტადიის სიმსივნე მაქვს, მაგრამ მადლობა უფალს, რომ კარგი ხალხი შემხვდა, პროფესიონალები, აქაც და თურქეთშიც, სადაც ვმკურნალობ და რა თქმა უნდა, ჩემი საახლობლო და საძმაკაცო, ძალიან დიდი წრე მაქვს სამეგობროსი და გავაწამე ეს ხალხი ამ ჩემი პრობლემებით.. გვერდში დამიდგნენ.
ძალიან ძვირი ჯდება მკურნალობა. თურქეთშიც მითხრეს – დრო და ფულიო..
პირველად დიაგნოზის შესახებ რომ გავიგე, შოკი იყო, სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის…
▶ მძიმე ჯვარს ვატარებ ამ დაავადების სახით
▶ მძიმე ჯვარს ვატარებ ამ დაავადების სახით. მეოთხე სტადიის სიმსივნე მაქვს, რომელიც სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის… მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება! კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი თეატრშიც და კინოშიც…
გია ბურჯანაძე #ნოესთან
სრული გადაცემა bit.ly/GiaBurjanadze#გიაბურჯანაძე
Posted by Noe Sulaberidze • ნოე სულაბერიძე on Sunday, 24 September 2023
მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება! კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი თეატრშიც და კინოშიც…“