სახალხო დამცველის ინფორმაციით,რამდენიმე წუთში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მე-18 დაწესებულებაში შევა.
როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პარალელურად მიმდინარეობს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრების შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან.
ამავე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი გამოთქვეს კონსილიუმის ექიმებმაც.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და საკაცით გაიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და განცხადებას ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს.