LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ახლა ის ეტაპი მაქვს, რომ როგორც ვატყობ მსახიობობას ვეღარ გავაგრძელებ…“ – რატომ ანებებს მსახიობობას თავს ნინო კასრაძე

317
ნინო კასრაძე

მსახიობმა, ნინო კასრაძემ გადაცემა „პირველ სტუდიაში“ განაცხადა, რომ თეატრში თამაშს აღარ პირებს.

ინფორმაციას ზმნა zmna.ge ავრცელებს.

ცნობილი მსახიობი ამბობს, რომ ახლა საკუთარ თავს სხვა ამპლუაში ცდის და რომ მისი ახალი საქმე ახალგაზრდებთან და ლიტერატურასთან იქნება კავშირში:

„ადამიანი რაღაცას უნდა აკეთებდეს, უნდა მუშაობდეს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მაგრამ მე ახლა ის ეტაპი მაქვს, რომ როგორც ვატყობ მსახიობობას ვეღარ გავაგრძელებ. იმ ფორმით რა ფორმითაც იყო. ეს აღარ გაგრძელდება. მე თეატრში აღარ ვარ, დათოსთანაც (დავით დოიაშვილი) მოწვეული მსახიობი ვიყავი და ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. იცით რა ეტაპზე ვარ? უკვე ვიცი რა უნდა ვაკეთო. ეს იქნება აუცილებლად ახალგაზრდებთან და ლიტერატურასთან კავშირში… ვნახოთ რა იქნება,“-განაცხადა მსახიობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g