LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ახლაც მრცხვენია დევნოზაშვილის, რადგან ჩემი შიშველი სხეული ნახა” – ნათია გედენიძე

146

ფოტოგრაფების საქმეში დაზარალებულმა ნათია გედენიძემ კონტრდაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსან დავით დევნოზაშვილს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში და შანტაჟში დასდო ბრალი. სასამართლოს დღევანდელ სახდომაზე ნათია გედენიძემ დეტალურად გაიხსენა წინასწარი დაკავების იზოლატორში განვითარებული მოვლენები. როგორც მან მოსამართლეს განუცხადა, დავით დევნოზაშვილმა საოჯახო კომპიუტერიდან ქმრის მიერ გადაღებული პიკანტური ფოტო მიუტანა და უთხრა, რომ ფოტო გასაჯაროვდებოდა, მას ნახავდნენ სოციალური ქსელების მომხმარებლები და მისი შვილები.

სანაცვლოდ დევნოზაშვილი ნათია გედენიძისგან გამოძიების მიერ დაწერილი აღიარებითი ჩვენების დაზეპირებას და კამერის წინაშე თქმას მოითხოვდა.

შანტაჟისა და ზეწოლის შედეგად გედენიძემ ფოტოგრაფების საქმეზე აღიარებითი ჩვენება მისცა, რის შემდეგაც ის დაპირებისამებრ პატიმრობიდან გაათავისუფლეს და პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

სასამართლო პროცესზე დაზარალებულის მოსმენა დღეს ემოციურ ფონზე მიმდინარეობდა, სხდომას ესწრებოდა ბრალდებული დევნოზაშვილიც.

„მე ახლაც მრცხვენია ამ პიროვნების (დევნოზაშვილის), რომელიც ჩემი შიშველი სხეული ნახა, ვფიქრობდი იმ ფაქტზეც, რომ ამ ფოტოს ამობეჭდვისას კადრი კიდევ ათეულობით ადამიანმა ნახა. ეს ჩემთვის მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი იყო. მე არ ვარ ის პიროვნება, რომელიც საკუთარი სიშიშვლით ხდება პოპულარული და ეს ფოტო მხოლოდ ჩემი პირადი საკუთრება იყო,“ – განაცხადა ნათია გედენიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ ფოტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g