LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ამაზე არ მიფიქრია” – ნინო ანანიაშვილი მოსკოვში გამართულ კონცერტზე პირველ კომენტარს აკეთებს

179

მე ამაზე არ მიფიქრია – ეს არის პირველი კომენტარი პრიმა ბალერინასგან, მოსკოვში საბალეტო დასთან ერთად გამოსვლის შემდეგ. ნინო ანანიაშვილის თქმით 25 თებერავლს კონცერტში მონაწილეობა უბრალო დამთხვევაა.

მისი განმარტებით, კონცერტი ერთი წლის წინ დაიგეგმა და ის მისი პედაგოგის იუბილეს ეძღვნებოდა. რუსეთის დედაქალაქში, ქართული საბალეტო დასის ჩასვლა და მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე გამოსვლა, მთლიანად რუსულმა მხარემ დააფინანსა.

“უბრალოდ ეს რიცხვი დაემთხვა, მე ამაზე არ მიფიქრია. მაგრა, საერთოდ ეს ფაქტი არსებობს. მაგრამ, უბრალოდ, ეს დღეს იყო ერთადერთი, რომელიც დაგეგმილი იყო ერთი წლის წინ,” – აღნიშნა ნინო ანანიაშვილმა.

25 თებერვალი რუსული არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღეა.

 

წყარო: რუსთავი 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g