LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე აქცენტი მქონდა პარალელზე – 36 წლის წინაც მოქმედებდა სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა“ – ირაკლი კობახიძე

129
ირაკლი კობახიძე

„რაც შეეხება ჩემს განცხადებას და საზოგადოების რეაქციას, ესეც არის ცარიელი სპეკულაციები. მე აქცენტი მქონდა პარალელზე – 36 წლის წინაც მოქმედებდა სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა“, –  ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ -მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე: „9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ – დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე“

გიგი უგულავა: რუსების ხსენებას „ქართული ოცნება“ ვერ ბედავს, გეგონება, ამ ქვეყანას მარსიანელები შემოესივნენ და მათ დაჩეხეს ადამიანები – ამ „უცხო ძალას“ მაშინ ძალიან კონკრეტული სახელი ერქვა: საბჭოთა რუსეთი!

„ზუსტადაც, რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს, რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს „დიფ სთეითი“, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ, მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა „კაგებე“.

მეთოდები არ შეცვლილა, საბჭოთა „კაგებეს“ მეთოდებით მოქმედებს „დიფ სთეითი“. რაც ყველაზე დასანანია, ამაში ის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას. ეს უნდა დასრულდეს. ამასთან დაკავშირებით გვექნება მკაფიო პოზიცია მომავალშიც.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები. საზოგადოების ინტერესებშია ერთიანობა და არა სიძულვილი და გახლეჩა. ორიენტირებული ვიქნები აქეთკენ, რომ არავის მივცეთ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალება და პირიქით, მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების გაერთიანებისკენ.

ვართ მთავრობა, შესაბამისად, ვართ ყველას მთავრობა, ხელისუფლება და რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე უნდა ვიზრუნოთ, მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლებიც გარე დაკვეთით სიძულვილს ხელოვნურად თესავენ ჩვენს საზოგადოებაში, ისინიც უნდა შემოვაბრუნოთ სწორი მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილი: „სირცხვილი თქვენ, საქართველოს ე.წ. მთავრობავ! – „რუსები“ იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა „უცხო ძალა“ და ამის თქმასაც ვერ ბედავთ! – მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა!“

„36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსი ბანის (როგორც თვითონ ამბობს), პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, რუსთაველზე დგანან და სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან“ – მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g