LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე არ მადარდებს სხვების აზრი, ამ გოგოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი იყოს“ – რა წერია ოსკაროსანი მსახიობის ენ ჰეთეუეის ფან-გვერდზე ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით

15602
fot (3)

ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობის ენ ჰეთეუეის ფან ფეიჯზე, ნუცა ბუზალაძის შესახებ კომენტარი ქვეყნდება.

როგორც ჰეთეუეის გვერდზე წერია, ნუცას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი იყოს.

„ის ფენომენალურია. თქვენ მას უკვე ვერ იტანთ იმ საოცარი ხმისთვის, რომელიც ბევრ პროფესიონალ ადამიანს აოცებს. თქვენ მას ვერ იტანთ ცეკვისთვის სიმღერის დროს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია და წარმოაჩენს ნიჭსა და სუნთქვის კონტროლს. თქვენ მას ვერ იტანთ მისი დუეტის პარტნიორის გამო, რომელიც შურით იყო სავსე და სცადა ნუცა ჟიურის წინაშე ავტობუსის ქვეშ ჩაეგდო, მაგრამ თქვენ ძალიან გაღელვებთ ის ფაქტი, რომ ნუცა დასაძინებლად წავიდა, რადგან იფიქრა, რომ დღე დასრულებული იყო. თქვენ ვერ იტანთ მას თავისი წარმომავლობის, შეხედულებების, გამოცდილების და ბევრი რამის გამო. მე არ მადარდებს სხვების აზრი, ამ გოგოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი იყოს და ამ წამს ის სწორედ მიზნისკენ მიმავალ გზას ადგას. თუკი არაფერი სასიამოვნო არ გაქვთ სათქმელი, უბრალოდ თავი დაანებეთ და მიეცით საშუალება იყოს ბედნიერი იმისთვის, რასაც საკუთარი ძალებით მიაღწია,“ – აღნიშნულია ენ ჰეთეუეის ფან ფეიჯზე.

ცნობისთვის, ნუცა ბუზალაძე American Idol-ის Top 12 მონაწილეს შორისაა.

ნუცა მომდევნო ტურში ჟიურის გადაწყვეტილებით გადავიდა.

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე American Idol-ის Top 12 მონაწილეს შორისაა! – ქართველი მომღერალი მომდევნო ტურში ჟიურიმ გადაიყვანა: ნუცას ემოციური გამოსვლა და კვლავ ფეხზე დამდგარი ჟიური

ვიდეო: „ჩვენ ვირჩევთ ნუცას“ – კადრები, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ: ჟიურის გადაწყვეტილება და შოკირებული ნუცა ბუზალაძე

„ნუცას ხმები არ ეყო, ის ამერიკელ კონკურსანტთან ერთად ჟიურიმ, თავისი ორადგილიანი კვოტით გადაიყვანა მომდევნო ტურში“ – რას წერს ზაზა შენგელია

დავით ზალკალიანი: „ნუცა ბუზალაძე American Idol-ის Top 12 მონაწილეს შორისაა! ვულოცავ ნუცას ამ წარმატებას და ვუსურვებ წარმატებას შემდეგ ეტაპზე!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები