LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე არ მომიტყუებია, წნეხი განხორციელდა, მერე მოუწიათ ამ გადაწყვეტილების სხვანაირად წარმოჩენა“ – ირაკლი კობახიძე რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის საგარეო უწყებების განცხადებებზე

219
ირაკლი კობახიძე

„არ მინდა ვთქვა, რომ იტყუებიან, მაგრამ რეეალურად იყო წნეხი, რის გამოც მოუწიათ იმ პოზიციის უკან წაღება, რაც საბჭოზე დააფიქსირეს, არ მინდა ტუილი დავარქვა, თქვენ შეგიძლიათ დააარქვათ“, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის საგარეო უწყებების განცხადებებს, რომლებიც მათ ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ გაავრცელეს.

„იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის გამო – ვიმეორებთ ძლიერ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე“ -რუმინეთის საგარეო უწყება

როგორც ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, აღნიშნულ ქვეყნებს მოუწიათ, საკუთარი გადაწყვეტილება სხვანაირად წარმოეჩინათ.

„მე არ მომიტყუებია, წნეხი განხორციელდა, ნუ დამიჯერებთ, მე გეუბნებით, რაც იყო ფაქტი…

ეს მათი არჩევანი, მათი გადაწყვეტილებაა, მათ შეუძლიათ ეს ასე გააკეთონ, ფაქტია, რომ მათ დააფიქსირეს სანქციების საპირისპირო პოზიცია – კიდევ ერთხელ მადლობა მათ. მერე მოუწიათ ამ გადაწყვეტილების სხვანაირად წარმოჩენა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ესპანეთის საგარეო უწყება: სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს – დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის

„ეს პოსტი მხოლოდ ქოცებისთვის არის… ჯერ რუმინეთი, შემდეგ იტალია, შემდეგ ესპანეთი და აგერ დღეს დილიდან ტვიტერი სულ მატყუარას და დეზინფორმატორს რომ გეძახის, მგონი ძალიან, ძალიან ტეხავს“ – რას წერს თინა ხიდაშელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g