ცნობილი რუსული ჯგუფის „დედეტეს“ სოლისტი, იური შევჩუკი ამჯერად კატერინა გორდეევას გადაცემის სტუმარი იყო და ვრცლად ისაუბრა საკუთარ პოზიციაზე. შევჩუკი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ღიად გამოდის ომის წინააღმდეგ და გმობს რუსულ აგრესიას, ამის გამო მისი არაერთი კონცერტი გაუქმდა და მის წინააღმდეგ რუსულმა „ეფესბემ“ საქმეც კი აღძრა.
,,უცხოეთში არ წავალ, იქ ისედაც ბევრია, ვინც სიმართლეს იტყვის, მე დავრჩები აქ და აქ ვიტყვი იმას, რასაც სხვები არ ამბობენ. ყველა რუსი მონა არ არის, მე არ ვარ მონა, უბრალოდ ჩვენ ოკუპაციაში ვართ, ცდილობენ გაგვაჩუმონ, მაგრამ მე გაჩუმებას არ ვაპირებ. რუსი პროპაგანდისტები გვახვევენ თავზე ნაგავს, მაგრამ აქაც უნდა ავიმაღლოთ ხმა. აქ დავრჩები, აქ ვიმღერებ და აქ ვიყავი სიმართლეს ომზე“- ამბობს შევჩუკი.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფმა „დედეტემ“ საკონცერტო გამოსვლების დროს, ათიათასობით აუდიტორიის წინაშე მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, შეაჩეროს ომი უკრაინის ტერიტორიაზე.