LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე არ ვარ პუტინის პატიმარი, მაგრამ ბერა ივანიშვილის და ბიძინა ივანიშვილის პატიმარი რომ ვარ, ამაში ვარ დარწმუნებული“ – გოგი წულაია პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს

201
გოგი წულაია, სალომე ზურაბიშვილი

გოგი წულაია საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს.

პოლიტიკოსის განცხადებით, შეწყალების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს. 

მისი თქმით, მოსამართლემ, რომელმაც მას 4 წელი მიუსაჯა, „კლანის“ წევრია.

სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე გოგი წულაია დამნაშავედ ცნო და 4 წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა

„ქალბატონ სალომეს თვითონ აქვს თავის თავზე გამოცდილი, თუ რას ნიშნავს კლანური სასამართლო და როგორ იმართება სასამართლოები საქართველოში, რაც მე მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩემი მოსამართლე, რომელმაც 4 წელი მომისაჯა, არის კლანის წევრი. მე არ ვარ პუტინის პატიმარი, მაგრამ ბერა ივანიშვილის და ბიძინა ივანიშვილის პატიმარი რომ ვარ, ამაში ვარ დარწმუნებული. ქალბატონ სალომეს ვთხოვ, შემიწყალეთ, რათა მომეცეს საშუალება ჩავერთო იმ პროცესებში, რომელიც საქართველოში ამ წუთას მიმდინარეობს“ – აცხადებს გოგი წულაია.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე გოგი წულაია დამნაშავედ ცნო და 4 წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.

წულაია აცხადებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და თავს პოლიტიკურად დევნილად თვლის.

პოლიტიკოსი საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში იმყოფება.

საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g