„შენი ამბავი თაიასთან“ ახალ ეპიზოდში პოეტის, სამოქალაქო გმირის, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაგიკულად გარდაცვლილი ოთო გურგენიშვილის დედასთან, ნანა მათუზაშვილთან ემოციურ ინტერვიუს გვთავაზობს.
„ოთომ ჯერ გოგონას ჰკრა ხელი, მერე ბავშვს – თვითონ კი გადასვლა ვერ მოასწრო“ – პოეტი, რომელიც გმირად წავიდა ამქვეყნიდან, 32 წლის გახდებოდა
ჩემი შვილი საგლოვი არ არის, ჩემი შვილით სხვები ამაყობენ და მეც ასე გადავწყვიტე, მომცა მან უფლება, რომ მისით ვიამაყო…
21 წლის ოთო გურგენიშვილი ქალაქ რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაგიკულად გარდაიცვალა. ახალგაზრდა პოეტმა სხვისი სიცოცხლის გადარჩენას საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად შესწირა.
„საზოგადოებას მინდა მივმართო, მე მაქვს საკუთარი დამოკიდებულება სიკვდილთანაც, გარდაცვალებასთანაც, დედა-შვილობასთანაც და ყველაფერთან იმიტომ, რომ ჩვენი ამბავი არ არის ჩვეულებრივი ამბავი. მე არ ვარ შვილმკვდარი დედა, მე ვარ გმირი კაცის დედა. ძვირფასო საზოგადოებავ, ვისაც მოგწონვართ თუ არ მოგწონვართ, ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მე ჩემი ვაჟი, ოთო გურგენიშვილი, ჩემი ცხოვრებიდან არ გამიშვია, მე მიცვალებულად არ მიღიარებია“, – ამბობს ოთო გურგენიშვილის დედა.
