LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე არ ვიცი, რა სიმდიდრე დაუტოვა თავის ოჯახს და ცრუ მეგობრებს, მაგრამ ქართულ თეატრს, რუსთაველის თეატრს და პირადად მე, დამიტოვა ცხოვრება“ – რა თქვა რობიკო სტურუამ რამაზ ჩხიკვაძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

1024
ფორტუნა (19)

რუსთაველის თეატრში რამაზ ჩხიკვაძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო მიმდინარეობს.

ღონისძიებას თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვება.

რამაზ ჩხიკვაძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა რეჟისორი რობიკო სტურუა და დამსწრე საზოგადოებას რამაზ ჩხიკვაძის დამსახურებაზე ესაუბრა.

„რამაზი გენიალური მსახიობი იყო.  მან საკუთარი თავის გარდაქმნა მოახერხა და მეც გარდამქმნა. ზუსტად 50 წლის წინ აქ (რუსთაველის თეატრში) ჩვენ პირველად ვითამაშეთ  „ყვარყვარე“.  ეს იყო საეტაპო ეტაპი ჩემთვის და რამაზისთვისაც.

მე მინდა, მივულოცო ჩემ ძვირფას რამაზს დაბადების დღე, 95 წლის გახდა. მე 85-ის ვარ, ჩვენ შორის განსხვავება 10 წელია.

მე არ ვიცი, რა სიმდიდრე დაუტოვა თავის ოჯახს და ცრუ მეგობრებს რამაზ ჩხიკვაძემ, მაგრამ ქართულ თეატრს, რუსთაველის თეატრს და პირადად მე, დამიტოვა ცხოვრება, დიდება მას“, – აღნიშნა რობიკო სტურუამ.

ცნობისთვის,  რამაზის შვილიშვილმა,  რამაზ ჩხიკვაძემ რამდენიმე დღის წინ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა,  „საღამოს მთავარი მიზანი რამაზ ჩხიკვაძის გახსენება, ახალგაზრდა თაობისთვის კი, მისი გაცნობაა“.

„მხატვრისგან ან კომპოზიტორისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარ ნამუშევრებს გარკვეული ფორმით უტოვებენ შემდეგი თაობებს, მსახიობის ნამუშევარი  დროთა განმავლობაში იკარგება, რადგან დღეს თითქმის არავის აინტერესებს, ბევრი კი, საერთოდ არ იცნობს ქართულ კინოს და ძველ ფილმებს“. – თქვა რამაზ ჩხიკვაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები