თბილისში, რამდენიმე წლის წინ, მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე შვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და სამართლიანობის მიღწევის იმედს კიდევ ერთხელ გამოთქვამს.
„მე არ ვიცი რას ფიქრობდა ჩვენი ნიკო, როცა სამართლიანობის სვეტს უმზერდა, მაგრამ უკვე მეოთხე წელია, ყოველ მისვლაზე ამ სვეტთან ველი, რომ წონასწორობა დარღვეული დამხვდება, სულ ველი, რომ სიმართლე გადაწონის…
ახლაც ვაკვირდებოდი ქვემოდან და ვფიქრობდი:
„ო, ადამიანთა მოდგმა, დაბადებულო ზევით ფრენისთვის, რატომ ეცემი ძირს პატარა ქარის დროს” (დანტე ალიგიერი)
ფლორენცია
09.07.25
P.S. დანტე ალიგიერმა: „შემომსვლელებმა ყველა იმედი გარეთ დატოვეთ!-ო
თურმე ჯოჯოხეთის კართან წერია“, – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.
მე არ ვიცი რას ფიქრობდა ჩვენი ნიკო, როცა სამართლიანობის სვეტს უმზერდა, მაგრამ უკვე მეოთხე წელია ყოველ მისვლაზე ამ…
Posted by Iza Omadze on ოთხშაბათი, 09 ივლისი, 2025