„გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „რადიო თავისუფლების“ კითხვებს პასუხობდა.
„ქართული ოცნებაში“ ყოფნის პერიოდზე საუბრისას გიორგი გახარია ამბობს, რომ პარტიაში მეგობრები არ ჰყავდა.
„მე არასოდეს ვყოფილვარ არც ივანიშვილის ახლო წრის წევრი, არც პარტიული, კავშირიც არ მქონია პარტიასთან და არც მეგობრები მყოლია. სიამოვნება და სამსახური, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში, მთავრობაში ან პოლიტიკაში ხარ… მე ამ ყველაფერს ვმიჯნავ. ვისზეც შეიძლება თეორიულად გული დამწყვეტოდა, ეს ადამიანები დიდი ხანია იქ აღარ არიან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.