LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ასეთს დაგიმახსოვრებ და ყველას მოვუყვები, რომ სვანეთში უკარგესი მეგობარი მყავდა, რომელსაც ძალიან უყვარდა ცხოვრება“ – ნიკოლოზ ფალიანს მეგობრები ემშვიდობებიან

286
ნიკოლოზ ფალიანი

22 მაისს, უშბაზე ტრაგიკულად დაღუპულ ცნობილ მთამსვლელსა და სამთო გიდს, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანს საზოგადოება ემშვიდობება.

„მწვერვალებზე შეყვარებული ნიკო ფალიანი აღარ ჰყავს სვანეთს… უშბიდან ამომავალი მზე, უკვე მეორედ ჩამიქრა“ – უშბაზე ექსპედიციის დროს დაღუპულ მთამსვლელსა და სამთო გიდს, ნიკოლოზ ფალიანს ემშვიდობებიან

ნიკოლოზ ფალიანს სოციალურ ქსელში საჯარო, ემოციურ სტატუსებს უძღვნიან მისი მეგობრები და მასთან ბოლო შეხვედრისა თუ საუბრის დეტალებს იხსენებენ.

„მე ასეთს დაგიმახსოვრებ და ყველას მოვუყვები, რომ სვანეთში უკარგესი მეგობარი მყავდა, რომელსაც ძალიან უყვარდა ცხოვრება.

ბოლოს 2 კვირის წინ რომ ვიყავი და ვერ გნახე, „ყოჩაღ ანა, სთორი მაინც დაგედო, აქ თუ იყავი, მე გნახავდიო“.

ახლა მე ჩამოვალ ისევ ნიკო“, – წერს ნიკოლოზ ფალიანის მეგობარი, ანა ჭინჭარაული სოციალურ ქსელში.

ფოტო: „რა ბედნიერები ვართ ამ ფოტოში. ღმერთმა აცხონოს შენი სული, ნიკო. ძალიან დაგვაკლდები. მიხარია და ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად მწვერვალზეც მოვხვდი“ – მახო გიგანის ემოციური პოსტი

„თუ უშბამ ჩაგიხუტა შენ რჩეული ყოფილხარ და კავკასიონის გოლიათმა უშუალოდ მიგაცილა ღმერთამდე“ – სალომე ზურაბიშვილი ნიკოლოზ ფალიანზე

მე ასეთს დაგიმახსოვრებ და ყველას მოვუყვები, რომ სვანეთში უკარგესი მეგობარი Nick Phaliani მყავდა, რომელსაც ძალიან უყვარდა…

Posted by Ana Tchintcharauli on ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025

„ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და პროფესიონალი სამთო გიდი, მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ტურიზმის, განსაკუთრებით კი სათავგადასავლო და სამთო ტურიზმის განვითარებაში“ – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

შეგახსენებთ, ალპინისტი და სამთო გიდი, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი სიმაღლიდან გადავარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g